“თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რასაკვირველია, ეს არის ეს პიროვნება [გია ხარჩილავა]. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტს და ჟრნალისტებთან განმარტა, რომ ამიტომ მისი მანქანის მიზანმიმართულ დაწვაზე საუბარი, სპეკულაციაა.
“თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რა საკვირველია, ეს არის ეს პიროვნება [გია ხარჩილავა]. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რა თქმა უნდა, ამას დაადგენს შესაბამისი უწყება. ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თან იმ პოლიტიკური პარტიისგან, რომელიც სპეკულირებით არის სახელგანთქმული, ცხადია არავის გვიკვირს, მაგრამ გააგრძელონ ასე. სპეკულირებით სადამდე მივიდნენ და სადამდე მიიყვანეს საკუთარი თავი და პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათი ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს”, – თქვა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამის მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას ავტომანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო