ინგრედიენტები
500 გრამი პურის ფქვილი
360 გრამი კარაქი
4 ცალი კვერცხი
240 მლ/ლ იოგურტი
მარილი
600 გრამი ქათმის ფილე
50 გრამი თეთრი სოკო
480 მლ/ლ ქათმის ბულიონი
240 მლ/ლ ნაღები
100 მლ/ლ კონიაკი
მომზადება
მოხარშეთ ქათმის ფილე. დაასხით ცივი წყალი გამხმარ თეთრ სოკოს. ფქვილი, კვერცხი და კეფირი მოზილეთ ცომის სახით და გააჩერეთ მაცივარში 10-12 წუთით.
კარაქში აურიეთ 2 ს/კ ფქვილი. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააბრტყელეთ ოთხკუთხედის ფორმაზე. გადმოიტანეთ კარაქი ცომზე და კუთხეები შეაერთეთ ცენტში ისე, რომ კარაქი დაიფაროს. გააბრტყელეთ შიგთავსიანი ცომი მართკუთხედის ფორმაზე და მოპირდაპირე კუთხეები შეაერთეთ ცენტრში, ისევ გააბრტყელეთ, გადაახვიეთ და შედეთ მაცივარში 2 საათით.
მოხარშეთ სოკო იმავზე წყალში, რომელშიც ჩაალბეთ. შემდეგ კი, მოხარშული ქათამი და სოკო დაჭერით მომცრო ნაწრებად.
მოხალეთ 1 ს/კ ფქვილი კარაქში, დაამატეთ ქათმის ბულიონი, ხარშეთ და გამუდმებით ურიეთ 5-6 წუთის განმავლობაში. მოასხით ნაღები, დაამატეთ 2 კვერცხის გული და ათქვიფეთ. შეურიეთ სოუსი სოკოს და ქათმის დაჭრილ ნაწილებს.
ფარშში ჩაამატეთ კონიაკი, მარილი და ცოტაოდენი მუსკატის კაკალი. გაყავით ცომი შუაზე და გააბრტყელეთ მართკუთხედის ფორმის ფირფიტებად (სისქით 8-9 მმ.). საცხობ ლანგარს წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ მასზე გაბრტყელებული ცომი, ზემოდან კი, ცომის მეორე ფენა დაადეთ და ნაპირები შეაწებეთ. ათქვიფეთ 1 კვერცხის გული და წაუსვით ცომის ზედაპირს.
ბოლოს, ღვეზელი უნდა ჩაჩხვლიტოთ ჩანგლით და შედგათ 240°-მდე გაცხელებულ ღუმელში. 20-25 წუთში უგემრიელესი ღვეზელი უკვე მზადაა!