ცნობილი რეპერი ქულიო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი მენეჯერის განცხადებით, რეპერი ლოს-ანჯელესში, მეგობრის სახლში გარდაიცვალა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ქულიო 1990-იან წლებში, ჰიპ-ჰოპის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებს შორის სახელდებოდა.
მან Gangsta's Paradise-ის საუკეთესო, სოლო რეპ შესრულებისთვის „გრემიც“ მოიპოვა.