ცნობილმა რეპერმა და დიზაინერმა, კანიე ვესტმა, გადაცემაში დილა მშვიდობისა ამერიკა აღნიშნა, რომ წუხს, თუკი მისი განცხადებები ყოფილი მეუღლის კიმ კარდაშიანისთვის სტრესისმომგვრელი აღმოჩნდა.
"ის ჩემი შვილების დედაა, და ბოდიშს ვიხდი, თუკი ჩემი საქციელით ვანერვიულე, თუნდაც მეც აღელვებული ვყოფილიყავი. ღმერთი მეძახის, რომ უფრო ძლიერი უნდა ვიყო," — განაცხადა ვესტმა, რომელიც ახლა თავს Ye-ს უწოდებს, — "მე მინდა, რომ ეს ადამიანი რაც შეიძლება ნაკლებ იყოს დასტრესილი, საუკეთესო, მყარი ფსიქიკის იყოს და მშვიდი იყოს იმისთვის, რომ ჩვენი შვილები აღზარდოს."
კანიემ ასევე ისაუბრა შვილებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ ასეთ დროს მხოლოდ ქალი არ უნდა განაგებდეს სიტუაციას და რადგან ამ ბავშვების მშობელი თვითონაცაა, მასაც თანაბრად უნდა ჰქონდეს უფლება აზრი გამოთქვას თუნდაც შვილების ჩაცმულობაზე.
ხოლო კითხვაზე, ისევ აპირებს თუ არა ამერიკის პრეზიდენტად კენჭისყრას, განაცხადა, რომ ის ამას აუცილებლად გააკეთებს.