ამერიკელი მსახიობი ლუიზა ფლეტჩერი, რომელმაც ფილმში „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ მედდის როლი შეასრულა, 88 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.
როგორც გამოცემას ლუიზა ფლეტჩერის წარმომადგენელმა განუცხადა, მსახიობი საფრანგეთში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
მილოშ ფორმანის საკულტო ფილმში შესრულებული როლისთვის ლუიზა ფლეტჩერმა „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“ და BAFTA-ს პრემია მოიგო.