ილია დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას,  ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე

ილია დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას,  ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას,  ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  პრემიერის გამოსვლის თემა იქნება ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო დღის წესრიგში.

„როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას. ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება გაკეთებულია ყველა გამოწვევებთან მიმართებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც შარშან, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე. როგორც იცით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით იქნება და ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო დღის წესრიგში", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.