ხილის პიცა

ხილის პიცა

ინგრედიენტები

1/2  ჭიქა დარბილებული ქარაქი

3/4  ჭიქა შაქარი

1   ცალი კვერცხი

1 1/4  ჭიქა ფქვილი

1/2  ჩ/კ გამაფხვიერებელი

1/2  ჩ/კ საჭმელი სოდა

1/4  ჩ/კ მარილი

225   გრამი ნაღების ყველი

1/2  ჭიქა შაქარი

2   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

სასურველი ხილი მოსართავად

მომზადებ

გააცხელეთ ღუმელი 175°-მდე(350F); დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და ¾ ჭიქა შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ კვერცხი. ერთმანეთს ცალკე შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი.

შემდეგ ჩაუმატეთ კრემისებურ მასას და კარგად მოურიეთ; მიღებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ პიცის საცხობი ფორმის უცხიმო ზედაპირზე, შედგით გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 8-10 წუთი, სანამ ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ.

დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ნაღების ყველი, ½ ჭიქა შაქარი და ვანილი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ გამომცხვარ და გაცივებულ ცომზე, მორთეთ თქვენთვის სასურველი ხილით და კარგად გააცივეთ სუფრასთან მიტანამდე.