დიდუბის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, დაზიანებული უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციას განაგრძობს.
ამ დროისთვის, სამუშაოები დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-9 კორპუსთან, მეექვსე კვარტლის 22-ე კორპუსთან, აღმაშენებლის გამზირის N179-სა და ზუგდიდის ქუჩის N12-თან მიმდინარეობს. სამუშაოების განხორციელებისთვის 5 000 ლარია გამოყოფილი.
ამასთან, უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობა დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-11 და 30-ე კორპუსების მიმდებარედ იგეგმება.