ქათმის, ბოსტნეულისა და მაკარონის სუპი

ქათმის, ბოსტნეულისა და მაკარონის სუპი

ინგრედიენტები

10   ჭიქა ქათმის ბულიონი

1   ცალი ქათმის მკერდი

450   გრამი კომბოსტო

2   ცალი დაფნის ფოთოლი

1   ს/კ ზეითუნის ზეთი

2   ცალი დაჭრილი სტაფილო

2   ცალი დაჭრილი კარტოფილი

3   ცალი დაჭრილი პომიდორი

მარილი გემოვნებით

1/2  ჩ/კ დაფქული შავი პილპილი

115   გრამი მაკარონი

2   კბილი დაკეპილი ნიორი

1/3  ჭიქა დაჭრილი ოხრახუში

მომზადება

დიდ ქვაბში მოათავსეთ ქათმის ბულიონი ან წყალი და აადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი, გახეხილი ან წვრილად დაჭრილი სტაფილო და დაფნის ფოთლები. დააფარეთ და ხარშეთ 10 წუთით.

დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი, პომიდორი, მარილი და პილპილი და ხარშეთ კიდევ 10 წუთით.

დაუმატეთ მაკარონი, დააფარეთ და ხარშეთ 5 წუთით ან მაკარონის მოხარშვამდე. დაუმატეთ ნიორი და ოხრახუში. მიირთვით ცხელი.