სადახლოზე თევზის ნაწარმით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

სადახლოზე თევზის ნაწარმით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო", სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, თევზის ნაწარმით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს  ვეტერინარების მიერ  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და  ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი  (850,5 კილოგრამი თევზის ნაწარმი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.