საერთაშორისოდ აღიარებული მოდელი ირინა შეიკი ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა. ვარსკვლავმა სეზონის მიმდინარე ზოგიერთი მოდის კვირეული გამოტოვა და ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე მოდის ჩვენებაზე გამოვიდა, ერთ-ერთი იყო Tory Burch.
ვარსკვლავი ამჯერად ნიუ-იორკში ქალიშვილთან, 5 წლის ლეასთან და 90-იანების განთქმულ სუპერმოდელთან, ჰელენა კრისტენსენთან ერთად შენიშნეს. ირინას ბარბერის შავი კაბა და loafer-ები ეცვა.