ბოლო პერიოდში ლეონარო დიკაპრიოს ურთიერთობებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ლეონარდომ ყოფილ პარტნიორ კამილა მორონესთან ურთიერთობა მანამდე დაასრულა, სანამ ის 26 წლის გახდებოდა. ამის შემდეგ ინტერნეტი დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ ლეონარდო ყოველთვის 25 წლამდე ასაკის ქალებს ხვდებოდა.
არავის გაჰკვირვებია, რომ ლეონარდოს შესახებ ხუმრობები წლევანდელ ემის დაჯილდოებაზეც გაჟღერდა. ემი 2022-ის ერთ-ერთმა წამყვანმა, კენან ტომპსონმა თავის მონოლოგში ზენდეიასა და ლეონარდო დიკაპრიოს შესახებ იხუმრა.
"ზენდეია გასულ კვირას 26 წლის გახდა და ვულოცავ. 26 წელი ჰოლივუდში უცნაური ასაკია. იმას ვგულისხმობ, რომ იმდენად ახალგაზრდა ხარ, შეგიძლია სკოლის მოსწავლის როლი ითამაშო, მაგრამ დიკაპრიოსთან შესახვედრად უკვე ძალიან მოხუცი ხარ", — ასე იხუმრა ტომპსონმა.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ემის რიგით 74-ე დაჯილდოება გაიმართა და ამერიკის სატელევიზიო აკადემიამ წლევანდელი ფავორიტები დაასახელა. ზენდეია დრამატულ სერიალში საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ზენდეია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი ქალი გახდა, რომელმაც დრამატულ სერიალში შესრულებული მთავარი როლისთვის ემი ორჯერ მიიღო.