მამუკა მდინარაძე დავით გარეჯის საქმეზე: ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას

მამუკა მდინარაძე დავით გარეჯის საქმეზე: ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას

ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„საარჩევნო თემას თუ დაარქმევ გარეჯის საკითხს, ე.ი. ეს თემა შენ მეორეხარისხოვნად და საპიაროდ მიგაჩნია. ესაა მათი [რადიკალური ოპოზიციის] სტილი. როცა ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ ღალატს ჰქონდა ადგილი და საკუთარი ტერიტორიების გაყიდვას, ეს უკვე ფაქტია. აქ მხოლოდ სავარაუდო დამნაშავეებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, სამართლებრივად როგორ დაკვალიფიცირდება საბოლოდო მათი ქმედება, ეს გამოძიების საქმეა და იმედია დეტალურად მოეფინება ყველაფერს ნათელია. თუ ზოგადად შევხედავთ, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას. ეს დასტურდება ყველა ფაქტით, მაგრამ, სამართლებრივად, ამაზე სასამართლო და გამოძიება იმსჯელებს“, - განაცხადა მდინარაძემ.