ლადო პაპავა: მსოფლიო სირთულეების ფონზე საქართველო ინარჩუნებს სტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობას და ეს მისასალმებელია

ლადო პაპავა: მსოფლიო სირთულეების ფონზე საქართველო ინარჩუნებს სტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობას და ეს მისასალმებელია

მსოფლიო სირთულეების ფონზე საქართველო ინარჩუნებს სტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობას და ეს მისასალმებელია,- ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ლადო პაპავამ განაცხადა.

„ჯერ იყო 20-21 წლების პანდემია, კორონავირუსით გამოწვეული, ახლა ომი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული და ამის ფონზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ეკონომიკური სირთულე. ამ სირთულეების ფონზე უარესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით, როდესაც ასეთი ინდექსები ქვეყნდება და საქართველო ინარჩუნებს სტაბილურ მდგომარეობას ეს მისასალმებელია. უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში მთელი მსოფლიო გადავა აღმშენებლობაზე და სასტარტო პირობები საქართველოს ბევრად უკეთესი ექნება“,- განაცხადა პაპავამ.

გაეროს მიერ ზედიზედ მეოთხედ საქართველოს ადამიანის განვითარების „ძალიან მაღალი“ დონის სტატუსი მიენიჭა.