ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
"გამაოგნებელია, მაგრამ ევროპაში ისევ აჩრდილი დაძრწის: ამჯერად ჩვენი 90-იანი წლების სოციალურ-ეკნომიკური კოლაფსის აჩრდილი. მაგალითად:
გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა (პარტია "მწვანეები") განაცხდა, ენერგეტიკული კრიზისის პირობებში რადგან სვაჭრო ფართის გათბობა ძალიან ძვირი დაუჯდებათ, მაღაზიების ნაწილმა გერმანიაში ერთი-ორი თვე უნდა დაისვენონო! როგორც გერმანული მედია იტყობინება, იგი არ გამორიცხავს, რომ ასეთივე დასვენება მოუწიოთ ეკონომიკის მთელ რიგ დარგებს. გარდა ამისა, მან განსაცვიფრებელი ეკონომიკური აღმოჩენაც გააკეთა: მედიის კითხვაზე - კი მაგრამ, საწარმოებისა და მაღაზიების გაჩერება ხომ მათ გაკოტრებას გამოიწვევსო, არ დაიბნა და ნამდვილი ბრძენივით უპასუხა: "გაკოტრება სხვა რამაა: ესაა ისეთი მდგომარეობა, როცა მუშაობ, მაგრამ მოგების ნაცვლად - წაგებაზე. ამ დროს უნდა დაისვენო, რომ არ გაკოტრდე".
მოკლედ: როგორც ეს ჩვენში იყო 90-იანების სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფის დროს, გერმანიამ ზამთარი "დათვური სტრატეგიით" უნდა გადაიტანოს - ე.ი. ზამთრის განმავლობაში ბუნაგში დაწვეს და დაიძინოს. ვინც დაიძინებს - გადარჩება, ვინც არა და - თავის თავს დააბრალოს! და ამას აცხადებს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი!
გერმანელებს, როგორც ჩანს, ჯაბა იოსელიანის მსგავსი ხუმარა კაცი არ ჰყავთ, თორემ იტოდა ალბათ: "ვინც ამ ზამთარს გადაურჩებით, ბერლინის ტირგარტენის პარკში შევიკრიბოთ და სამახსოვროდ ერთი დიდი ვიდეო გადავიღოთო."
გერმანია, თავისი 80 მილიონიანი მოსახლეობით საქართველოსთან შედარებით პროპორციულად იგივეა, როგორც ბერლინის (თანაც "ბერლინი" ქართულად - სწორედ "დათვების ტყეს" ნიშნავს!) ტირგარტენის უზარმაზარი პარკი ჯაბას საყვარელ ჩვენი ვერის პარკთან; ცხადია, ერთ ფოტოზე ვერ დაეტევიან ტირგარტენში შეკრებილები, მაგრამ ერთ 5 წუთიან ვიდეოზე - თავისუფლად. ისე, არსებობს სხვა "სახალისო" გამოსავალიც - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ შეთავაზებული: ნუ გეშინიათ, თუ ძალიან გაიყინეთ, თურქეთში ჩამოხვალთ ზამთრის ლტოლვილებად, მაგრამ წინასწარ კი გაფრთხილებთ - 1 მილიონზე მეტს ვერ მიგიღებთო! ეს უკვე არა დათვის, არამედ გამოსაზამთრებლად თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების უკეთესი სტრატეგიაა. მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია, მართლაც - დათვს რომ ფრთები ჰქონდეს, კი არ დაიძინებდა, ისიც გადაფრინდებოდა სადმე თურქეთში. ამიტომ, ევროპაში ვისაც ზამთარში არ ეძინება, ახლავე უნდა დაიჭიროს თადარიგი, ეგება "ფრთები იშოვოს" და თბილ ქვეყნებში, მათ შორის, ვინ იცის - საქართველოშიც, გადასაფრენად მოემზადოს! ადგილები შეზღუდულია!
საუბედუროდ, აი ასეთი, სწორედ ასეთი აჩრდილი დაძრწის დღეს გერმანიაშიც და მთელს ევროპაშიც:.