დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი „დიდუბე 2022“ ჩატარდა.
ტურნირი რვა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 16-დან 75 წლამდე მოყვარული ჩოგბურთელები მონაწილეობდნენ.
თამაშები ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის კორტებზე ჩატარდა.
გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან თასები, მედლები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.