გუშინ საზოგადოებამ კიდევე ერთხელ იხილა დებატები ამ თემასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ, ვერავითარი მყარი და ძლიერი არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან კანონიერი მოსმენების თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ეს დოკუმენტი თავიდან ბოლომდე არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან და ამაზე აბსოლუტურად ვერავინ ვერაფერი ვერ თქვა. მოვისმინე რამდენიმე ოპოზიციონერის გამოსვლა და სრული აბსურდი იყო რასაც ამბობდნენ. ნული სამართლებრივი არგუმენტაცია, უბრალოდ ცარიელი სიტყვები და ზოგადი საუბრები რაღაც გაუგებარ თემებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა სხვა ალტერნატივა. ნული სამართლებრივი არგუმენტი ამ კანონის წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე დაძლეულ იქნა ვეტო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.