თეა წულუკიანი: სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც ოპოზიცია დაირქვა

თეა წულუკიანი: სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც ოპოზიცია დაირქვა

სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა ოპოზიცია, - თქვა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვადამდელი არჩევნების თაობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადების კომენტირებისას.

„ოპოზიცია თუ ისევ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა, აღარ მეგონა. არ ვიცოდი, როგორც ჩანს, გამომრჩა. რასაკვირველია, სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა, რომ არის ოპოზიცია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ, 5 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.