დიდუბის რაიონში სპორტული მოედნები რვა მისამართზე განახლდა

დიდუბის რაიონში სპორტული მოედნები რვა მისამართზე განახლდა

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.

ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯამში, რვა სპორტულ მოედანზე ჩატარდა. სამუშაოები განხორციელდა: დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-15 და მე-20 კორპუსებთან, ლუბლიანას ქუჩის N4-ში, ტერევერკოს ქუჩის N36-თან, წერეთლის გამზირის N55-თან, დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-10 და მე-20 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის პირველი კვარტლის პირველ და მერვე კორპუსებს შორის.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „ჯორჯიან ინვესტი“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 000 ლარი გამოიყო.