გამაგრილებელი სასმელი ჰორჩატა

გამაგრილებელი სასმელი ჰორჩატა

ესპანელების და მექსიკელების საყვარელი გამაგრილებელი სასმელი ჰორჩატა მზადდება მარტივად და აგრილებს გემრიელად. სულ რაღაც ორ ეტაპიანი რეცეპტით თქვენ 5-6 ჭიქა უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელს მიიღებთ. ნუ მოაკლებთ თავს ამ სიამოვნებას!

ინგრედიენტები

1   ჭიქა გრძელი ბრინჯი

5   ჭიქა წყალი

1/2  ჭიქა რძე

1/2  ს/კ ვანილის ექსტრაქტი

1/2ს/კ დაფქული დარიჩინი

2/3  ჭიქა შაქარი

მომზადებ

ჩაყარეთ მოუხარშავი ბრინჯი ბლენდერში, დაასხით წყალი და ურიეთ ერთმანეთს 1 წუთის განმავლობაში. მიღებული ნარევი მინიმუმ 3 საათით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.

ჩაასხით სითხე საწურში ბრინჯის ნატეხების მოსაშორებლად. შემდეგ ჩაუმატეთ რძე, ვანილი, დარიჩინი და შაქარი. ურიეთ შაქრის გახსნამდე. ჩაყარეთ ყინულები ჭიქაში და დაასხით ჰორჩატა. გემრიელად გაგრილდით!