გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან ლელა ჯანაშვილთან და სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ადმინისტრაციების თანამშრომლები დაესწრნენ.
,,პერსონალური მონაცემების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორისთვის. გაიმართა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი შეეხო სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ძირითად მიზნებს და გეგმებს. შევთანხმდით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე," - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.