ინგრედიენტები
100 გრამი კალაბაში
1 ცალი ხახვი
1 ცალი მწვანე წიწაკა
50 გრამი ბულგარული წიწაკა
1/4 ჩ/კ პილპილი
1/4 ჯანჯაფილი
70 გრამი იოგურტი
გემოვნებით მარილი
მომზადება
გარეცხეთ და გაჭერით კალაბაში 4 ნაწილად. გაასუფთავეთ შიგნით არსებული რბილი თესლისგან.
კალაბაში გახეხეთ შიდა მხრიდან მსხვილ პირიანი სახეხით.
დაჭერით ხახვი, მწვანე წიწაკა, ბულგარული წიწაკა (წითელი, ყვითელი, მწვანე) და ჯანჯაფილი (კოჭა) წვრილად და მოათავსეთ თასში. დაუმატეთ გახეხილი კალაბაში.
საბოლოოდ დაუმატეთ იოგურტი, პილპილი და მარილი. კარგად ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.