დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი „დიდუბე 2022“ დაიწყო.
ტურნირი რვა დღის განმავლობაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 16-დან 75 წლამდე მოყვარული ჩოგბურთელები იღებენ.
თამაშები ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის კორტებზე ტარდება. გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან თასები, მედლები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადაეცემათ.