ინვესტირება საქართველოს დაბალი ღირებულების უძრავ ქონებაში: ქალაქები და ფასები

ინვესტირება საქართველოს დაბალი ღირებულების უძრავ ქონებაში: ქალაქები და ფასები

ბოლო წლების საქართველოს უძრავი ქონება სარგებლობს დიდი მოთხოვნადობით/ შეძენის სიმარტივე, გადასახადების არარსებობა და დაბალი ფასები - ერთერთია უამრავ მიზეზთაგან თუ რატომ ირჩევენ ინვესტორები საქართველოს. სამშენებლო ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა განსაკუთრებით მთავარ საკურორტო ქალაქებსა და დედაქალაქში. თუმცა საქართველოში არის ქალაქები სადაც შესაძლებელია უძრავი ქონების შედარებით მისაღებ ფასში შეძენა, პერსპექტიული ინვესტიციური დაბანდების განსახორციელებლად.

საქართველოს რომელ ქალაქებში იაფდება უძრავი ქონება?

მახინჯაური - საკურორტო ქალაქია, რომელიც ცოტახნის წინ ბათუმის შემადგენლობაში შევიდა, მახინჯაურში ინვესტირება შეიძლება გახდეს ბათუმისა და გონიოს ძვირადღირებული უძრავი ქონების ბიუჯეტური ალტერნატივა. 2022 წლის ზაფხულში აქ შეიმჩნევა მშენებარე ობიექტებზე ფასების ვარდნა 6 % -მდე გაზაფხულთან შედარებით. მახინჯაურის ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარების საწყის ეტაპზეა, მაგრამ მშენებარე პროექტების რაოდენობის ზრდა და რეგიონის ტურისტული მიმზიდველობა გულისხმობს მახინჯაურის პროგნოზირებად პერსპექტიულობაზე.

უძრავ ქონებაზე ფასები ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში უფრო დაბალი ტემპებით იზრდება, რაც ამ ქალაქებს მისაღებ ფასად უძრავი ქონების შეძენის თვალსაზრისით ხელსაყრელს ხდის.

როგორ შეიცვალა ფასები 2022 წლის გაზაფხული/ზაფხული?

საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევისას 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის პეიოდში შეიმჩნევა საცხოვრებლის ღირებულის ზრდა პრაქტიკულად ყველა ქალაქში.

ბინის შეძენა ბათუმში 2022 წლის ზაფხულში შესაძლებელია 841 აშშ დოლარად, რაც 10,9 %-ით მეტია ვიდრე გაზაფხულზე.თბილისში უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა 5,5%-ით და საშუალო ღირებულებამ შეადგინა 901,6 აშშ დოლარი.

ღირებულების ყველაზე მაღალი ზრდა შეიმჩნევა განვითარებად ტურისტულ ქალაქებში- გონიოსა და ქობულეთში, სადაც მშენებარე ბინების ფასები გაიზარდა 20%-ით.

ყველაზე ნაკლებად შეიცვალა ფასები გუდაურში- 0,24% და ჩაქვში-0,79%-ით.

საქართველოს ერთადერთი ქალაქი სადაც უძრავი ქონების ღირებულება დაეცა გახდა მახინჯაური, ბინების ღირებულება ზაფხულში შეადგენს 832,7 აშშ დოლარს, რაც 53,6 აშშ დოლარით ნაკლებია ვიდრე გაზაფხულზე - 886,3 აშშ დოლარი.

საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის მთავარი მიზეზია ტურისტული და მიგრაციული ნაკადების ზრდა, მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, აგრეთვე მთავრობის მხრდინან უცხოური ინვესტიციების სტიმულირება.

საქართველოს უძრავი ქონების ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის პრიოდზე მოცემულია ცხრილში.

ხელსაყრელია თუ არა საქართველოში დაბალი ღირებულების უძრავი ქონების შეძენა?

საქართველოში უძრავი ქონების საიტზე korter.ge შეძენის მომგებიანობას ადასტურებს საცხოვრებლებზე მოთხოვნის წლიური ზრდა როგორც ეკონომიკის, ისე პრემიუმ სეგმენტებში.

იაფი უძრავი ქონების ყიდვა მომგებიანია ანაზღაურების თვალსაზრისით. ვინაიდან საქართველოში უძრავი ქონების ღირებულება ყოველწლიურად იზრდება საშუალოდ 15%-ით, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა შეიქმნათ შემოსავლის დამატებითი წყარო.

ტურისტული ნაკადების ზრდა იწვევს ქირის ღირებულების ზრდას. ქონების გაქირავებიდან საშუალო შემოსავალი წელიწადში  7-13%-ია.

ამრიგად, უძრავი ქონების შედარებით დაბალი ფასების გამო, ქართულ უძრავ ქონებაში ინვესტიციები სწრაფად ანაზღაურდება და მოაქვს მოგებას.

საქართველოს კიდევ რომელი ქალაქები შეიძლება განიხილებოდეს უძრავ ქონებაში ინვესტიციისთვის?

გუდაური სათხილამურო ტურიზმის განვითარებადი ცენტრია საქართველოში. ხელსაყრელი მდებარეობა თბილისიდან რამდენიმე საათის სავალზე და მომსახურების მაღალი დონე იზიდავს ტურისტებს ზამთრის სეზონზე. ტურისტული ნაკადების ზრდა ასტიმულირებს უძრავი ქონების პირველად ბაზარს, შესაბამისად, აქ საცხოვრებელი სახლები მოთხოვნადია როგორც ინვესტირებისთვის, ისე გაქირავების მიზნით.

ბაკურიანი პერსპექტიული სათხილამურო და ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც პოპულარულია როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივ მოსახლეობაშიც. ბაკურიანში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მთელი წელია, უძრავი ქონების გაქირავების ფასები კი საკმაოდ ხელმისაწვდომია.

თბილისი და ბათუმი ტრადიციულად უძრავი ქონების ინვესტირებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქებია. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმსა და თბილისში მშენებარე პროექტებზე ფასები იზრდება, ამ ქალაქებში უძრავი ქონება ხასიათდება ლიკვიდურობის მაღალი დონით, საცხოვრებლის გაქირავებაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.