ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში, ვაშნარის ნაქალაქარზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება გრძელდება . სამუშაოები ადგილზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად მოინახულა.
,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ვაშნარის ნაქალაქარზე დაიწყო არქეოლოგიური კვლევა-ძიების ახალი ეტაპი. ამჯერად ყურადღება გამახვილებულია აქ არსებული მარტირიუმისა და სამნავიანი ბაზილიკის გაწმენდით სამუშაოებზე. არქეოლოგებთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. ვაშნარის ნაქალაქარი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები თავისი ისტორიული მნიშვნელობით ძალიან დიდია. ჩვენი მიზანია, რომ ვაშნარი გავხადოთ ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომლითაც დაინტერესდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი ვიზიტორები. ამ პროცესის მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“,- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.