თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი–სამგორის სამმართველოს მე–2 განყოფილების და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი, 1987 წელს დაბადებული როქსანა ა. და 1986 წელს დაბადებული საბერძნეთის მოქალაქე როუსლან ნ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა როქსანა ა-ს პირადი ჩხრეკისას ფოლგაში შეფუთული თეთრი ფხვნილი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, „ბუპრენორფინი“-ს შემცველი 0,3373 გრამი ნარკოტიკული საშუალებაა. დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი – ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“-ს შემცველი 142 აბი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმებისას როქსანა ა-ს „მეტადონი“-ს, ხოლო როუსლან ნ-ს ნარკოტიკული საშუალებების - „ბუპრენორფინი“-სა და „მეტადონი“-ს ზემოქმედების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება როუსლან ნ-ს და როქსანა გ-ს მიმართ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).