ინგრედიენტები
200 გრამი ბრიუსელის კომბოსტო
50 გრამი ქინძი
150 გრამი ბროწეული
100 გრამი პარმეზანი
1 ჩ/კ თაფლი
1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
მომზადება
პირველ რიგში გააკეთეთ სოუსი ჯამში მოათავსეთ თაფლი,დიჟონის მდოგვი,ზეითუნის ზეთი,მარილი და პილპილი.აურიეთ ერთმანეთში სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება.
ბრიუსელის კომბოსტო გარეცხეთ და დაჭერით წვრილად მოათავსეთ ჯამში და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ბროწეული.ასევე დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი და კარგად აურიეთ.
ბოლოს მოასხით სოუსი.