პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

დასრულებული სამუშაოები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

,,მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დავათვალიერეთ გურიის რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა განახლებული რეგიონების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დასრულდა ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. ასევე, პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად მიმდინარეობს, რომლებიც განსაზღვრულ ვადებში დასრულდება, “ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებშიც ახორციელებს.