დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები სამტრედიის ქუჩის N4ა კორპუსთან წესრიგდება. იცვლება წყლისა და წყალარინების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდგომ, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აიტი სერვისი“ 20 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. უახლოეს პერიოდში, ანალოგიური ტიპის სამუშაოები სამტრედიის ქუჩის N3ა-ში იგეგმება.
მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.