ბოხუას ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა

ბოხუას ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა ბოხუას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის შემდეგ, ამჟამად ასფალტის საფარს აწესრიგებს. ტერიტორია 1200 კვ.მ ფართობს მოიცავს და სამუშაოების განხორციელებისთვის 70 000 ლარია გამოყოფილი.

ბოხუას ქუჩის N5-ში გამგეობამ სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომლის არარსებობა მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.

ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს  დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე ადგილზე გაეცნო.