დიღმის მასივის პირველ კვარტალში ასფალტის საფარი ეწყობა

 დიღმის მასივის პირველ კვარტალში ასფალტის საფარი ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას განაგრძობს.

ამ დროისთვის საგზაო სამუშაოები დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეექვსე კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. სამუშაოები 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარი გამოიყოფა.

მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობამ ასფალტის საფარი 36 158 კვ.მ ფართობზე დააგო. განხორციელებული სამუშაოებისთვის 1 980 409 ლარი გამოიყო.