კელი დეგნანის შეფასებით, გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვა იმ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს

კელი დეგნანის შეფასებით, გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვა იმ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვა იმ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ საქართველოსთან სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხთან დაკავშირებით ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობს და ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.

„ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხთან დაკავშირებით და ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მოხდა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ჩვენ ვიხილეთ სასამართლო რეფორმის განხორციელების კარგი მცდელობა. ყველამ იცის, რომ მეტი მუშაობაა საჭირო და ეს არის საკითხი, რომელიც არასდროს არ ყოფილა კამათის თემა. ამიტომ, ცოტა არ იყოს რთული გასაგებია, რატომ ხდება ახლა ასეთი წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა განხორციელდეს სამუშაო, რომლის გაგრძელების საჭიროებაზე დიდი ხანია ყველა საუბრობს, იმისთვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა გაუმჯობესდეს და უზრუნველყოფილ იქნას, რომ ის იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვა იმ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ სხვადასხვა სამართლის ექსპერტებთან, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ექსპერტებთან, ათწლეულების განმავლობაში. ამ კონსულტაციების პროცესმა გამოიწვია საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესება. თუმცა, მეტის გაკეთებაა საჭირო და ეს არის ის ვალდებულება, რაზედაც საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არაერთხელ შეთანხმდა. არსებობს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. საერთაშორისო სამართლის ექსპერტები ასეთ რჩევებს მთელ მსოფლიოში აძლევენ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იმის შესახებ თუ როგორ გააუმჯობესონ თავიანთი სასამართლო სისტემა. ბევრი მათგანი ასრულებს, ბევრი - არა. ეს არის ის რეფორმები, რომლის შესრულებაზეც ქართველი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, როგორც 19 აპრილის შეთანხმების წინ, ასევე ამ ხელშეკრულებაში და მის შემდეგ“, - აღნიშნა ელჩმა.