კელი დეგნანი:  „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები - აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან

კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები - აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოში ყოფნის ყოველ დღეს ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას ცდილობს. ამის შესახებ კელი დეგნანმა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩემი აქ ყოფნის ყოველ დღე ვცდილობ, ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას, ღრმა პოლარიზაციის შემცირებას, რომელიც აქ არსებობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხედონ 3-4 წლის წინ და გაიხსენონ საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია, „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები - აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში ეს ღრმა პოლარიზაცია შეამცირონ”, - აღნიშნა ელჩმა.-

 

 

trampi არახამია კი არა................. დაგნარია დღეს ნაციონალური მოძრაობის უპირობო ლიდერი
გაფუჭებულ ტელეფონობანას აღარ ითამაშებენ........ბარემ დეგნარის დავალებას, თვითონ, პირდაპირ დაგნარი გაახმოვანებს
2 წლის უკან