გამომცხვარი კომში ჩირეულით

გამომცხვარი კომში ჩირეულით

ინგრედიენტები

3   ცალი კომში

80   გრამი ქიშმიში

70   გრამი ჩირეული

2   ს/კ თაფლი

50   გრამი კარაქი/ზეთი

მწიკვი მარილი

2   ს/კ ნიგოზი

მომზადებ

კომშს გამოაცალეთ გულები და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.

ტაფაზე მოათავსეთ კარაქი/ზეთი დაამატეთ ქიშმიში და ჩირეული მოთუშეთ 2-3 წუთი დაუმატეთ თაფლი და გატარებული ნიგოზი მწიკვი მარილი კიდევ ცოტა ხანს მოთუშეთ.

მიღებული მასით გატენეთ გამომცხვარი კომში და კიდევ აცხვეთ 10 წუთი.