ფაქტი ერთია, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ქართული პოლიტიკიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.
„ნამდვილად არ ვიცი, რამდენად გულწრფელია მიხეილ სააკაშვილი და წავიდა თუ არა ის პოლიტიკიდან. ამას მე ვერ განვსჯი და არც არის ჩემი საქმე. მისი მხარდამჭერები გაცილებით მეტია „ნაცმოძრაობაში“, ვიდრე სხვა დანარჩენი. ალბათ ამანაც გამოიწვია შიდა დაპირისპირება და ეს დიდი ხანია ხდება, უბრალოდ ახლა გამოვიდა გარეთ, ვეღარ დამალეს. ვაღიაროთ ერთი რამ, მხარდამჭერების დარჩენილ მცირე რაოდენობაში დიდი ნაწილი მაინც სააკაშვილის მხარამჭერებია. ეს იციან პარტიის წევრებმაც და დაპირისპირების დროს ამას უფრთხილდებიან. ფაქტი ერთია, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.