აბა უკუღმა მედასავლეთეებო, დანილოვის რუსული გახსოვთ კიდე თუ სსსრ - იდანვე ანგლოსაქსური განათლებით ხართ აღჭურვილები

აბა უკუღმა მედასავლეთეებო, დანილოვის რუსული გახსოვთ კიდე თუ სსსრ - იდანვე ანგლოსაქსური განათლებით ხართ აღჭურვილები

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას ეხმაურება და საქართველოში ე.წ. რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მხარდამჭერ არასამთავრობო სექტორს ასე მიმართავს: 

„აბა უკუღმა მედასავლეთეებო, დანილოვის რუსული გახსოვთ კიდე თუ სსსრ - იდანვე ანგლოსაქსური განათლებით ხართ აღჭურვილები. იქნებ ბიძია-მამიდა ტევტებსაც გადაუთარგმნოთ, საიდან მოდის მეორე ფრონტის ამბავი, გაუგებრობაში რომ არ დარჩნენ...“

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა უკრაინული მედიისთის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მორიგჯერ მოუწოდა ომში ჩართვისკენ: „როცა ომი დაიწყო, მქონდა კამათი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან, საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. დღესაც ვთვლი, რომ თუ საქართველო ამ რეგიონებს (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს) საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, საკუთარი მიწები დაიცვან. ასევე სხვა ქვეყნებმა - თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენია, მოგვბაძეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ. ისინი მხოლოდ იცდიან. დღეს ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ჩვენი იმედი - ჩვენი გამარჯვების შემდეგ ისინი დაიტაცებენ რუსეთის ტერიტორიებს და დაიბრუნებენ იმას, რაც რუსეთმა მათ წაართვა“.