ამირან სალუქვაძე: წინა ხელისუფლებამ ერთხელ მაინც თუ გამოიყენა მაშინდელ სამაშველო ოპერაციებში - „სუპერ პუმები“?

ამირან სალუქვაძე: წინა ხელისუფლებამ ერთხელ მაინც თუ გამოიყენა მაშინდელ სამაშველო ოპერაციებში - „სუპერ პუმები“?

მათ [ამერიკელ სამხედროებს] ემსახურებოდათ ეს შვეულმფრენები ავღანეთში და მათ პარტნიორებს, არავის სიცოცხლეს არ დააყენებდნენ საფრთხის ქვეშ, - ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ მი-8 ტიპის შვეულმფრენებზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„2011-2012-ში, სანამ წინა ხელისუფლება იყო, ერთხელ თუ მაინც გამოიყენეს იმ ორი წლის განმავლობაში მაშინდელ სამაშველო ოპერაციებში - „სუპერ პუმები“? ჟიგული არ არის, რომ სადმე მეზობელთან ავტოფარეხში შეიყვანო და ძრავები შეცვალო, ამას სჭირდება სათანადო ქარხნული პირობები და სათანადო სტანდარტებით მომზადება“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

გუდაურთან მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ ორ ,,სუპერ პუმასთან“ დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს კიდევ ერთხელ მოუხდა განემარტა, რომ არსებული „სუპერ პუმების“ სამაშველო ოპერაციებში გამოყენება, მათი მოდიფიკაციებიდან გამომდინარე, დაუშვებელია.