პაატა მანჯგალაძე: არ გვაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს

პაატა მანჯგალაძე: არ გვაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს

ხელისუფლება არ მუშაობს. ხელისუფლება მუშაობის იმიტაციას ქმნის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„არ გვაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ შეასრულებს 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ამიტომ ამ ფარსში არ ვიღებთ მონაწილეობას“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად, პარლამენტში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პარლამენტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის ნაცვლად, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ალტერნატიულ ჯგუფში მუშაობენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამგვარად მოქმედებას საშემოდგომო სესიამდე აპირებს, შემდეგ კი საკუთარ კანონპროექტებს კომიტეტის სხდომებზე გაიტანენ.