ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემას ითხოვს.
ამის შესახებ კონგრესმენი კონზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ერთი მესამედი. „ქართული ლეგიონი“ უკრაინას იცავს…როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირდება, შესაძლოა, ცეცხლი გახსნას რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე. HIMARS საქართველოს!“, – წერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზიგერი.