დავით მაღრაძე: სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან უკვე წასულია და, მგონი, უმალავენ

დავით მაღრაძე: სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან უკვე წასულია და, მგონი, უმალავენ

სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან უკვე წასულია და, მგონი, უმალავენ, - ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მის კონტაქტებს პარტიის წევრებთან და არა პარტიის წევრებთან ფასი არ აქვს, პარტიაც აღარაა“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.