პეტრე მამრაძე: ოპოზიცია პოლიტიკურ სეზონს კრახით ასრულებს

პეტრე მამრაძე: ოპოზიცია პოლიტიკურ სეზონს კრახით ასრულებს

ოპოზიცია პოლიტიკურ სეზონს კრახით ასრულებს, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც თემურ ალასანიამ 21-ე საუკუნის „შულავერის კომიტეტის“ შექმნა დააანონსა.

„ცვლიან ტერმინებს, მაგრამ ხაზი და გეგმა ზუსტად იგივე დარჩა. მთელი აქცენტი არის პერფორმანსზე, რომელმაც დღესვე ან ხვალ მაინც უნდა მოიტანოს ის, რომ თბილისში 200-300 ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში, რასაც სააკაშვილი ამდენი წელია ავალებს: „გამოიყვანეთ ხალხი და დავასრულოთ ხელისუფლება“. ვერანაირი საბაბი და მიზეზი ამის არ მოიძებნა და ხალხი არ აჰყვა და ეს პერმანენტულად გრძელდება, - განაცხადა მამრაძემ.