მამუკა მდინარაძე: ჩვენი გზა არის დასავლეთი - ქვეყანა კურსს არასდროს შეიცვლის

მამუკა მდინარაძე: ჩვენი გზა არის დასავლეთი - ქვეყანა კურსს არასდროს შეიცვლის

ჩვენი გზა არის დასავლეთი - ეს ქვეყანა კურსს არასდროს შეიცვლის, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მეგობრებთან რაღაც საკითხები არის, რაზეც ვერ თანხმდებიან.

„ერთ-ერთი ის არის, რომ გაემიჯნონ ამ თემებს. მკაფიოები იყვნენ ამ საკითხებთან მიმართებაში. ქართველმა ხალხმა გაიგოს მათგან, რომ ისინი ომის მოთხოვნებს ემიჯნებიან, რომ ემიჯნებიან ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს, ემიჯნებიან იმ გეგმებს, რომელსაც ქუჩაში ახმოვანებდნენ ენჯეოს სექტორის წარმომადგენლები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Aburjga Tasmanieli კაი კაცო?! რაღამც შენ (თქვენ) თქვით მაშინ ვიღა გაბედავს ამ კურსის ცვლილებას თუნდაც ქვეყანა გადაიყოლოს ამ კურსმა?! გამორიცხულია, ისეთი ხალხი უდგახართ სადარაჯოზე, მამის სახელიც კი ამოიღეთ პირადობის მოწმობიდან და ანტიდისკრიმინაციული კანონიც დაგვიკანონეთ! აბა ამდენი ღვაწლი არ უნდა დაგიფასდეთ?!
2 წლის უკან