მომავალი წლის „ევროვიზიას“, უკრაინის ნაცვლად, გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს

მომავალი წლის „ევროვიზიას“, უკრაინის ნაცვლად, გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს

უკვე დადასტურებული ინფორმაციაა, რომ 2023 წელს, „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება, - ამის შესახებ BBC წერს.

შოუს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ღონისძიება ვერ გაიმართება წლევანდელ გამარჯვებულ ქვეყანაში - უკრაინაში, რომელსაც თავს რუსეთი დაესხა და სადაც მიმდინარე ომია.

წელს „ევროვიზიაზე“ გაერთიანებულმა სამეფომ მეორე ადგილი დაიკავა.

ჯერ უცნობია, სამეფოს რომელი ქალაქი უმასპინძლებს კონკურსს.