ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს:

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს: "კაგებეშნიკი" არის მამათქვენი - რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, ქალის სახე დაკარგე

როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?

აღნიშნულ კითხვაზე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს უთხრა:

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე.

შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ...გულისამრევია“,- მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

ინფორმაციისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა. არახამიას თქმით, მან არ იცოდა ვინ იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა შემდეგ რაც ინფორმაცია მოიძია, აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.

Aburjga Tasmanieli ირაკლი შვილო გამაგრდი, ქვად და რკინად იქეცი, რამდენი ნაბ----ია იმათ როყიო ნათქვამს გულთან ახლოს ნუ მიიტან, ჩვენ ქართველ ხალხს და საქართველოს შენ ძალიან გვჭირდები! გუშინ პატარა ბიჭი იყავი, თვალსა და ხელს შუა დავაჟკაცდი და როგორც პოლიტიკოსი დაღვინდი! საქართველოს პოლიტიკის მაიკლ ჯორდანი ხარ! ამ ე.წ. ოპოზიციონერ ჟურნალისტებს, რომლებიც სინამდვილეში უნამუსო პროვოკატორები არიან, თავს ნუ გაუყადრებ, მაგათ დონემდე ნუ დაშვები! მიაწექი ეროვნულს, ქართულს და დალახვრე ცხვრის ტყაპუჭ მოცმული სამტროდ მოსული აფთრები!
2 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი ძირს გველების მთავარი ბუდე და არხი! არახამიას ნეხამოვიჩ კეთილებს დააკლინტოს მასხარა ზელესკიმ!
2 წლის უკან