აშშ-ის ქალაქ მიჩიგანში ქალმა უჩივლა ნაცნობს, რომელიც მასთან პაემანზე არ მივიდა. ქეშონთე შორთი რიჩარდ ჯორდანს „ემოციური სტრესის განზრახ მიყენებაში“ ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით 10 000 დოლარს ითხოვს.
„მართალი გითხრათ, მეგონა, რომ სარჩელს არც კი მიიღებდნენ. ჩვენ მხოლოდ ერთი პაემანი გვქონდა და მეტი არაფერი, ახლა კი ჩემგან 10 000 დოლარის გადახდას ითხოვენ. ვფიქრობ, ეს დროის ფუჭი ხარჯვაა“, - განაცხადა კაცმა საქმის დისტანციური განხილვისას.
ქეშონთე შორთი ჯორდანს „ცრუ ჩვენების მიცემაში“ ადანაშაულებს, რადგან პაემანზე მოსვლას დაჰპირდა და არ მოვიდა, მოსამართლემ კი განუმარტა ქალს, რომ მას იურიდიული ტერმინის მნიშვნელობა არასწორად ესმის.