ჩვენ აქ საქმეს ვიწყებთ. მართლა ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მართლა ბევრია სამუშაო ფუჭად დასაკარგი დრო „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ აქვს და იქ, სადაც ვიცით ფიასკოთი დასრულდება შედეგი ნამდვილად არ ვიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„მე არ მინდა ის სიტყვები გავიმეორე, რაც ამ სამუშაო ჯგუფებს ევროპარლამენტარებმა უწოდეს, არ მაქვს ამის უფლება, უცენზურო სიტყვებიც კი იყო გამოყენებული. დაელოდეთ სექტემბერში ახალ რეზოლუციას, სადაც ნახავთ, ვისი მუშაობა როგორ იქნება შეფასებული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.