გაერთიანებულ სამეფოში, EuroMillions-ის ლატარიის ერთ-ერთმა მონაწილემ რეკორდული თანხა - £195,707,000 მოიგო, - ამის შესახებ BBC წერს.
გამარჯვებული რიცხვები იყო: 6, 23, 27, 40, 41 (ბონუსრიცხვები - 2 და 12). მედია გამარჯვებულის ვინაობაზე არაფერს წერს.
EuroMillions-ის გათამაშება კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და პარასკევს ევროპის 13 ქვეყანაში ტარდება.
გაერთიანებულ სამეფოში ამ დრომდე გათამაშებული ჯეკპოტები:
2022 წლის მაისი - £184,262,899;
2019 წლის ოქტომბერი - £170,221,000;
2011 წლის ივლისი - £161,653,000;
2012 წლის აგვისტო - £148,656,000.