ექსტრემალური სიცხის მიმართ ქალები უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე კაცები - სიცხის ტალღების დროს ქალების გარდაცვალების რისკი უფრო მაღალია. ექსპერტები ამას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის და ოფლის გამოყოფის განსხვავებულ ინტენსივობას უკავშირებენ. ნიდერლანდელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.
მეცნიერებმა 2003 წელს საფრანგეთში დაფიქსირებული სიცხის ტალღის შედეგები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ თანაბარი ასაკის გათვალისწინებით ქალებს შორის სიკვდილიანობა 15%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კაცებში.
სიცხე განსაკუთრებით საშიშია მოხუცი ქალებისთვის, თუმცა ასაკი მთავარი რისკ ფაქტორი არაა.
„მოხუცები ახალგაზრდებთან შედარებით ორჯერ უფრო ნაკლებ ოფლს გამოყოფენ, ხოლო ქალები - ორჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე კაცები. შესაბამისად, მოხუcი ქალის სხეული ყველაზე მეტად ინარჩუნებს სიცხეს. გარდა ამისა, გულ-სისხლძარღვთა დატვირთვა ქალებში უფრო მაღალია, რაც სიცხეში სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკს განაპირობებს“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჰაინ დაანენი.