ლევან ბერძენიშვილი აკაკი წერეთელს სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს

ლევან ბერძენიშვილი აკაკი წერეთელს სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს

ლევან ბერძენიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება - ერეკლე მეორის შემდეგ პოლიტიკოსი და ფილოლოგი ამჯერად თავს ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, აკაკი წერეთელს ესხმის.

კერძოდ, ბერძენიშვილი აკაკი წერეთელს სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს.

„ჩვენ გვყავს წმინდანები ლიტერატურაში - ორი კაცი: რუსთაველი და ბარათაშვილი. მეტი წმინდანი არ გვყავს. ჩვენს პატრიარქს უნდოდა აკაკის გაწმინდანება, მაგრამ საქართველოში ოჯახი არ არის, სადაც აკაკი არ შევიდა ხვადაგური მიზნით, რომ ადგილობრივი დიასახლისი გაეუპატიურებინა, და ამიტომ არ გამოვიდა მისი წმინდანობა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.