ყურადღება! კრის ევანსმა გამოაცხადა, რომ პარტნიორს ეძებს

ყურადღება! კრის ევანსმა გამოაცხადა, რომ პარტნიორს ეძებს

ყურადღება, ყურადღება! ყველასათვის საყვარელი მსახიობი კრის ევანსი მომავალი პარტნიორის ძიებაშია. ამის შესახებ კრისმა თავისი ახალი ფილმის, The Gray Man-ის შესახებ საუბრისას განაცხადა.

კრისს ჰკითხეს, ამჟამად პირად ცხოვრებაში რაზე იყო მისი ყურადღება მიპყრობილი. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მსახიობმა განაცხადა, რომ იმ ადამიანს ეძებს, რომელთან ერთადაც ცხოვრებას გაატარებს.

"კარგ პასუხს გაგცემ. ჩემი პასუხია, რომ, ალბათ, პარტნიორის პოვნაზე ვარ ფოკუსირებული — ვიღაცის, ვისთან ერთადაც ვიცხოვრებ", — განაცხადა კრისმა.

ამის გაგების შემდეგ ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ, რიგში ბოლო ვინაა.